top of page
Search
  • Writer's pictureLevan Babukhadia

29 აპრილი - საქართველო და სხვა ქვეყნები

დღევანდელი, 29 აპრილის მონაცემებით, განახლებული გრაფიკა და ასევე წინა რამოდენიმე დღის სიტუაცია შესადარებლად. ( ასეთი 'სხვა რაკურსით' გრაფიკული წარმოდგენის დეტალებისთვის იხილეთ წინა, 21 აპრილის პოსტი. )


ეს გრაფიკა გვიჩვენებს ბოლო დღეების ცვლილებებს კონტექსტში. (ანუ ახლანდელ ზრდის ტემპებს წინა დღეების ზრდის ტემპებთან შედარებით.)


კონტექსტიდან ამოღებული, 5, ან 20 ან 30 ახალი პოზიტიურად ტესტირებული ბევრს არაფერს ნიშნავს, მარგამ კონტექსტში სწორად განხილული, შესაძლოა ბევრი რამის მთქმელიც კი იყოს.


მიუხედავად ბოლო დღეების ზრდისა, დღიური ზრდის ტემპი 4%-ზე დაბალი რჩება. სულ რაღაც 2-3 კვირის წინ, ეს ტემპი 8-10%, ხოლო პანდემიის დასაწყისში 20-30%-იც კი იყო. ასე რომ, მიუხედავად ბოლო დღეების შედარებით მაღალი აბსოლუტური რიცხვებისა, ზრდის ტემპი ახლა 2-2.5 ჯერ დაბალია ვიდრე 2-3 კვირის წინ!


გარდა ამისა, ნიშანდობლივია, რომ ყოველი ახალი მიკრო-პიკი ზრდის ტემპში წინა პიკზე ნაკლებია. (სააქციო ბირჟებში გათვითცნობიერებლთათვის, ესეც გარკვეული და კარგად ნაცნობი ინიდკატორია.)


ასე რომ, როგორც ადრეც არაერთხელ ავღნიშნეთ, ნაკლებ მოსალოდნელია ზრდის ტემპის დაბრუნება 10%-იან ნიშნულზე და, სავარაუდოდ, ფლუქტუაციის შემდეგ ზრდის ტემპი ისევე ნელ-ნელა დაეშვება დაბლა.


კონტექსტში შესადარებლად ნაჩვენებია ზრდის ტემპები ასევე იტალიასა და გერმანიაში (დაგვიანებული შეკავების ზომები) და სამხრეთ კორეასა და ტაივანში (ადრეული შეკავების ზომები). ყველაზე ახლოს ტაივანის დინიმაკისათან უნდა ვიყოთ.



მონაცემთა წყარო ECDC COVID-19 DATASET.

45 views0 comments
bottom of page