top of page
Search
  • Writer's pictureLevan Babukhadia

19 მაისი - ნული ახალი ინფიცირებული საქართველოში?

დღევანდელი, 19 მაისის მონაცემებით, განახლებული გრაფიკა.


როგორც არაერთხელ აღგვინიშნავს, საქართველოში კოვიდ-19 პანდემიასთან მიმართებაში შესანიშნავი შედეგებია და ამ ეტაპზე საუბარი პიკზე, პლატოზე და ა.შ. აღარაა რელევანტური, რაც მართლაც ძალიან, ძალიან კარგი შედეგია!


თუმცა, ამ ეტაპზე ერთი კითხვა მაინც რჩება:


როდის გახდება დღიურად ახალ პოზიტიურად ტესტირებულთა რიცხვი ნული?

(და თუ არ ხდება ნული, მაშინ რატომ არა?)


შეუძლებელიაო, ნუ იტყვით. ტაივანმა (26 მლნ.) მიაღწია ამ შედეგს - ზედიზედ 11 დღეა უკვე, რაც 0 ახალი პოზიტივია ტაივანში! საქართველოზე თითქმის ორჯერ ნაკლები პოზიტივები და მსხვერპლი ყავთ, მაგრამ დღიური ახალი პოზიტიურად ტესტირებულთა რაოდენობა ნულზეა დასული. ახალმა ზელანდიამაც თითქმის მიაღწია ამ შედეგს უკვე.


იმედი ვიქონიოთ, რომ ეს შედეგიც მალე დადგება საქართველოში.


თუმცა ხაზგასმით გვინდა შევნიშნოთ, რომ ამ შედეგის მიღწევის სურვილმა არანაირად არ უნდა შეანელოს ფიზიკური დისტანცირების მოთხოვნების დროული, გონივრული, და ეტაპობრივი შერბილება და მოხსნა, რასაც ჩვენ უკვე დიდი ხანია მივესალმებით საქართველოში პანდემიის დინამიკის ჩვენს ანალიზზე დაყრდნობით.



data source: ECDC COVID-19 DATASET.


24 views0 comments
bottom of page