top of page
კოვიდ-19 საქართველოში
georgia-vs-others-20200719.jpg
georgia-vs-others-20200708.jpg
georgia-vs-others-20200627.jpg
georgia-vs-others-20200610.jpg
  • საქართველოში კოვიდ-19 პანდემიის დინამიკის წარმოჩენა სხვა რაკურსით

  • კერძოდ, პოზიტიურად ტესტირებულთა რაოდენობაში დღიური პროცენტული ცვლილებება (ვერტიკალურ ღერძზე) როგორც პოზიტიურად ტესტირებულთა კუმულატიური რაოდენობის (ჰორიზონტალურ ღერძზე) ფუნქცია.

  • მისთვის დამახასიათებელია პანდემიის შემცირებასა და ელიმინაციასთან ერთად ამ გრაფიკიდან "ჩამოვარდნა", რაც საკმაოდ სწრაფი ტემპით მოხდა ტაივანში, ახალ ზელანდიასა და სამხრეთ კორეაში, მაგრამ შედარებით გაცილებით ნელი ტემპით ჯერ კიდევ მიმდინარეობს იტალიაში, გერმანიასა და აშშ-ში. 

  • "ჩამოვარდნა" ნიშნავს, რომ პანდემია ფაქტიურად შეკავებულია.

  • ნიშანდობლივია, რომ საქართველოს შემთხვევაში, ყოველი ახალი მიკრო-პიკი ზრდის ტემპში წინა პიკზე ნაკლებია.

  • სააქციო ბირჟებში გათვითცნობიერებულთათვის, ესეც გარკვეული და კარგად ნაცნობი ტრენდის წინმსწრები ინდიკატორია.

  • პანდემიის დინამიკის ამგვარად წარმოდგენის ერთ-ერთი  უპირატესობაა ის, რომ შესაძლებელი ხდება სხვადასხვა ქვეყნების, რეგიონების და ა.შ. დინამიკათა პრაქტიკულად პირდაპირი შედარება.

  • საქმე იმაშია, რომ სხვადასხვა ქვეყანაში პანდემია იწყება სხვადასხვა დროს. ამდენად, გავრცელების წარმოდგენა კალენდარული თარიღებით პრობლემურია, რადგან შედარების მოსახდენად სხვადასხვა ქვეყნის გრაფიკები დროში წანაცვლებას მოითხოვს, რასაც თავისი დამატებითი და არასასურველი უზუსტობები შემოაქვს ანალიზში.

  • ამ გრაფიკზე ნაჩვენებია საქართველოს დინამიკის შედარება ერთის მხრივ იტალიასა, გერმანიასა და აშშ-სთან, სადაც შემაკავებელი ზომები საკმაო დაგვიანებით შემოიღეს, და მეორეს მხრივ ტაივანთან, ახალ ზელანდიასთან და სამხრეთ კორეასთან, სადაც შემაკავებელი ზომები თავიდანვე დაიწყეს.

  • აქ მოყვანილი შედარებები მხოლოდ ხარისხობრივია და არა რაოდენობრივი, თუმცა ამავდროულად საკმაოდ თვალსაჩინო, საგულისხმო და ნიშანდობლივიცაა.

  • პირდაპირ თვალშისაცემია საქართველოს დინამიკის 'სიახლოვე' ტაივანთან.

ანალიზი 26 მასის ჩათვლით

მონაცემთა წყარო:

ECDC COVID-19 DATASET

bottom of page